პროტესტი გრძელდება ოზურგეთშიც - უკვე, თითქმის, ერთი თვეა იქ პურის ფქვილის მწარმოებელი კომპანია "გურია ექსპრესის" თანამშრომლები არიან გაფიცულნი.
ისინი არც თვითონ ასრულებენ სამუშაოს და არც მათი ჩამნაცვლებლების შეყვანის უფლებას აძლევენ კომპანიის მფლობელებს - ამის მცდელობა იყო, მაგრამ ამაოდ: გაფიცულებს შენობა ისე აქვთ ალყაში მოქცეული 24 საათის განმავლობაში, რომ მანქანის შესვლა-გამოსვლაც კი ვერ ხერხდება.
ერთთვიანი უმოქმედობის ფონზე "გურია ექსპრესი" უკვე მძიმე ზარალს ნახულობს, მაგრამ თანამშრომლების მოთხოვნების დაკმაყოფილებას მაინც არ ჩქარობს. თუ გაფიცულთა პირობები არ დაკმაყოფილდება, ისინი ამ დღეებში მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ.
გურანდა ავალიანის სიუჟეტი - "ერთთვიანი გაფიცვა"