"ხეობა არის კერძო კომპანიის საკუთრებაში გადაცემული, ამიტომ, იქ შესვლა აღიქმება, როგორც კერძო საკუთრებაში შეჭრად. ამიტომ, ჩვენ ჩვენი სახლებისკენ მიმავალ გზაზე არ გვანებებენ გასვლას, მოვუარეთ ტყით და ასე გადავედით მეორე მხარეს, ამას გავაკეთებთ მანამ სანამ ეს ბარიკადი აქედან აღებული არ იქნება", - ასეთ განცხადებას აკეთებს რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი, გუმათში არსებულ სიტუაციაზე, სადაც აქტივისტები ხეობაში შესვლას ცდილობენ, სამართალდამცველები კი მათ ამის უფლებას არ აძლევენ.
როგორც გოლეთიანი ამბობს, ცოტა ხნის წინ ხეობის მცველების ნაწილმა ნამოხვანში შესვლა ტყით სცადეს, თუმცა მათ სპეცრაზმი დაედევნა და ისინი უკან დააბრუნა.
"როგორც ჩანს ამ ბარიკატის გადალახვას ახლა ხელისუფლებისთვის აქვს სიმბოლური დატვირთვა, ვერავინ ვერ დაგვაბრალებს, რომ ამ რკინის ბარიკატების გადალახვით სადმე ვიჭრებით, ესაა საავტომობილო გზა, ჩვენი სახლებისკენ მიმავალი და გვინდა, რომ გადავიდეთ მეორე მხარეს. ამიტომ, ტყით დაიძრნენ ჩვენი თანამებრძოლები, დაახლოებით 50 ადამიანი, შემდეგ დააბრუნა პოლიციამ ისინი. სპეცრაზმი გაეკიდა ტყეში. ამის შემდეგ, დანარჩენი აქ შეკრებილი აქტივისტები აქედან მიაწვნენ. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქმედებებით ადეკვატურობისკენ მოვუწოდოთ ხელისუფლებას. ჩვენ შეგვიძლია ახლა ყველანი ერთად დავიძრათ და შემოვუაროთ ტყით. როდემდე უნდა გვდიონ? გაუგებარია ასეთი დამოკიდებულება. ამას ვაკეთებთ საინლუსტრაციოდ, რამდენად აბსურდია", - ამბობს გოლეთიანი.
ვარლამ გოლეთიანი, კომპანია "ენკას" მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ საგანგებო განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ხეობის მცველები არანაირ საფრთხეს არ უქმნიან კომპანიის თანამშრომლებს.
"ვინ უქმნის საქმეს კომპანიის თანამშრომლებს, ვინმე შეიჭრა მათთან? თქვენ იცით, რომ ერთი აბნაკი უშუალოდ ბაზის გვერდით გვაქვს, ჩვენი მკაფიო დამოკიდებულებაა, რომ არავის არ ვაზიანებთ. პოლიციასაც კი არ ვეხებით, მიუხედავად იმისა, რომ გვირტყამენ ისინი, გვაგინებენ, აღარ დარჩა ფორმა შეუარცხყოფისა, რასაც ისინი ჩენ არ გავყენებენ", - თქვა მან.
იხილეთ ასევე:
ხმაური გუმათში - "რიონის მცველების" ნაწილი ხეობაში მოხვედრას ტყის ბილიკით შეეცადა (ვიდეო)