ქუთაისში, "ენკას" მუშები გადანაწილდნენ პოლიციის მანქანებში და შემოვიდნენ ხეობაში- გოლეთიანი

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, დღეს ხეობაში "ენკას" თანამშრომლები პოლიციამ შეიყვანა. მისი ინფორმაციით, პოლიციის მანქანებით მუშები ქუთაისიდან წამოიყვანეს.

გუმათში პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

"დილით 5 საათიდან დავიწყეთ შეკრება და ველოდებოდით კომპანიის ტრანსპორტს, რომელსაც უნდა გამოევლო აქ და მოხდა ესეთი რამ, რომ გადანაწილდნენ ქუთაისში, ჯაჭვის ხიდის მიმდებარედ პოლიციის მანქანებში კომპანიის მუშახელი და პოლიციის ძალით შემოვიდნენ ისინი ხეობაში. 

ჩვენ ზოგადად ვაგრძელებთ პროტესტს იმ ფორმით, რა ფორმებითაც ზოგადად მიმდინარეობს და გაგრძელდება ეს პროტესტი იქამდე, სანამ არ მივაღწევთ კონკრეტულ შედეგს, არ იქნება ბარიკადი აღებული და ჩვენი მოთხოვნები შესრულებული", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა "მთავარის" პირდაპირ ეთერში.

მან "ენკას" გუშინდელ განცხადებასაც უპასუხა სპეკულაცია უწოდა. მისი თქმით, ბაზასთან შეკრებილები არსად შეჭრას და არაფრის დაზიანებას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 217-ე დღეა "ნამახვანჰესის" მშენებლობას აპროტესტებენ. აქცია გუმათში დღესაც გაგრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი