"მზად ვართ ვილაპარაკოთ ზიანის ანაზღაურებაზე" - "ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთელების პროტესტს გამოეხმაურა

გამოქვეყნდა:

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი აცხადებს, რომ შუქრუთელებთან, რომლებმაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს და აქციებს მართავენ, ზიანის ასანაზღაურებლად მოლაპარაკებისთვის მზად არიან.

"მზად ვართ ორივე მიმართულებით, შევაფასოთ ზიანი და ვილაპარაკოთ ზიანის ანაზღაურებაზე ან გავაფორმოთ ის ხელშეკრულება რაც გვაქვს, რაზეც თანხმობაა ამ ხალხის გარდა მთელი დანარჩენი სოფლის", - თქვა "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია მათი საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო მიწების ქვეშ მადანს მოიპოვებს, რის გამოც მათი სახლები დაიბზარა, სახნავ-სათესი მიწები კი - დაიმეწყრა.

პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, რომ კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტოს ან მათ ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაცია გადაუხადოს. პირამოკერილი შუქრუთელები უკვე 2 დღეა თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან აგრძელებენ პროტესტს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი