თბილისში გაზი გაძვირდა - დღეიდან, 1-ლი ივნისიდან, ბუნებრივი აირის ფასი 8 თეთრით იმატებს. 1 კუბურ მეტრ გაზში მოსახლეობას თითქმის 54 თეთრი ექნება გადასახდელი.
ცნობილია, რომ ახალი ტარიფი უცვლელად 2022 წლის ბოლომდე იმუშავებს, წელიწადნახევრის შემდეგ კი არ არის გამორიცხული, რომ დოლარის გაძვირების ფონზე გაზის ფასმა კიდევ მოიმატოს.
ფასი "თბილისის ენერჯის" მოთხოვნით გაიზარდა. გაზის კომპანიამ მარეგულირებელ კომისიას ამ მოთხოვნით რამდენიმე თვის წინ მიმართა და განუცხადა, რომ დოლარის კურსის ცვლილების გამო კომპანიამ 25 მილიონამდე იზარალა, რის გამოც ტარიფის გაზრდა მოსთხოვა.
"თბილისი ენერჯის'' მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის საფასურის 8 თეთრით გაზრდის შემდეგ, ტარიფი შესაძლოა "ვარკეთილაირისა" და "ენერგოკავშირის'' აბონენტებისთვისაც გაიზარდოს. კომპანიებმა სემეკს საფასურის მატების მოთხოვნით უკვე მიმართეს.
მათ წინადადებას ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ერთი თვის ვადაში განიხილავს. "ვარკეთილაირი" ვარკეთილის მოსახლეობის, "ენერგოკავშირი'' კი გლდანისა და მუხიანის გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.
იხილეთ ასევე: