სეტყვა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. ხევის, მოლითის, ხუნევის და ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმა და სეტყვა დაფიქსირდა. სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა და ვენახი, ხეხილი და ბაღ-ბოსტანი დააზიანა.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობის დადგენა.