ხელშეკრულებაზე ყველა ხელმომწერის პასუხისმგებლობა დადგება - გუმათში პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობის მცველების პროტესტი გუმათში გრძელდება. როგორც აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს მათი მთავარი მიზანი ისევ ხეობაში შემოსასვლელი ყველა გზის ჩაკეტვაა. გარდა ამისა, ისინი შსს-ს რკინის ბარიკადებზე მუშტებით ბრახუნს ისევ გეგმავენ. 

გოლეთიანი ექსპრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კომოპანია "ენკასთან" მისი პრემიერმინისტრობის დროს გაფორმებული ხელშეკრულება არცისე კაბალურია.

"ზოგადად ეს ნარატივი ჩვენთვის ცნობილია სხვადსხვა ჩინოვნიკებისგან. პრაქტიკულად ხელისმომწერი პირები ვინც არიან დოკუმენტაციაზე, უმრავლესი მათგანი არც იცნობს ხელშეკრულებას, წაკითხულიც კი არ აქვთ ისე აქვთ ხელშეკრულება ისე აქვთ ხელი მოწერილი. ამიტომ არის, რომ არასდროს ეს ხალხი ჩვენთან დიალოგზე და პირდაპირ კომუნიკაციაზე სამართლიან გარემოშიც კი არ გამოდიან, იმიტომ, რომ 5 წუთში აშკარავდება მათი ვიწრო პირადი ინტერესი ან ის, რომ ატარებენ სხვის ვიწრო ინტერესს",- აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. 

რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია, ისინი ეკონომიკის მინისტრთან ნათია თურნავასთან მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეხვედრას და დიალოგის დაწყებას გამორიცხავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი