რიონის ხეობაში პროტესტი და ხმაური გრძელდება, აქციის მონაწილეების სოლიდარობის ნიშნად ქუთაისიდან გუმათის მიმართულებით ტაქსის მძღოლების კოლონა დაიძრა. ისინი გუმათში გაბმული სიგნალებით მივიდნენ.
დღის განმავლობაში პროტესტს სხვა სფეროში დასაქმებულებიც შეუერთდებიან.
"გადაკეტილი გვაქვს ძირითადი და ყველა შესაძლო გზა, საიდანაც შეიძლება კომპანია მოხვდეს ხეობაში. ეს არის მაინც ჩვენი ძირითადი გეგმა, სამუშაოებს სხვაგვარად ჩვენ ვერ შევაფერხებთ, განაწილებულები ვართ სხვადასხვა ლოკაციებზე", - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატომრა, ვარლამ გოლეთიანმა.
მისი თქმით, გეგმაში აქვთ, რომ სამშენებლო მოედნებს უფრო მეტად მიუახლოვდნენ.