ნინოწმინდის პანსიონში დღეს, არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელიც სახალხო დამცველისთვის ჩაკეტილია და მონიტორინგის უფლებას სხალთელი მეუფე სპირიდონი არ აძლევს, დღეს, ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი სერაფიმე ჩავიდა და წირვა აღავლინა. მიტროპოლიტმა სერაფიმემ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია მას შემდეგ დატოვა, რაც ის არასრულწლოვნმა სექსუალურ ძალადობაში ამხილა.

საპატრიარქოს ტელევიზიასთან ჩართვაში, მეუფე სპირიდონი ყვება, რომ ტაძარში იმყოფებიან ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი, ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი სერაფიმე, ბოლნისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი. ასევე სხვადასხვა მამები. 

"ვიმყოფებით ამ შესანიშნავ ბავშვთა სახლში, ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, რომელსაც პატრონობს, მზრუნველობს მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი. ჩვენ ბევრჯერ ვართ აქ ნამყოფი, ვიცით ამ შესანიშნავი ბავშვთა სახლის მიღწევები, შრომა. ყველაზე დიდი დამსახუებაა ქართული ეკლესიის, ამ ეპარქიის სასულიერო პირების, მრვდელმთავრების, რომ პატირიარქის ლოცვა-კურთხევით, ჯავახეთში დაფუძნდა კერა სადაც ბავშვები იღებენ ეროვნულ სულისკვეთებას, სარწმუნოებას სამშობლოსა და ეკლესიის სიყვარულს", - ეუბნება მეუფე სერაფიმე საპატრიარქოს ტელევიზიას.

მისივე თქმით, ისინი პანსიონში ხშირად ჩადიან.  

მეუფე სერაფიმე ჯოჯუა 2016 წლიდან ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი მას შემდეგ აღარაა, რაც ბორჯომში მრევლმა არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობის ბრალდება წაუყენა. 2017 წლიდან საპატრიარქომ მას მღვდელმოქმედება აღუდგინა, ის დღეს ამ ტიტულით ეპარქიის გარეშე სარგებლობს. 

საპატრიარქომ მიტროპოლიტის ეპარქიიდან წასვლის მიზეზად კი პირადი თხოვნა დაასახელა. 

მეუფე სერაფიმეს სექსუალური ძალადობის ბრალდებაზე გამოძიება არ დაწყებულა, არც სინოდის სხდომა მოუწვევიათ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი