"ღირსეული ქმედება" - რიონის ხეობის მცველები ყოფილი პოლიციელის აღიარებაზე

გამოქვეყნდა:

პოლიციის კაპიტნის ზურაბ ხმელიძის აღიარება კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ რიონის ხეობის მცველების წინააღმდეგ, მთელი სახელწიფო მანქანა მუშაობს - ასე ეხმაურებიან რიონის ხეობის მცველები ძალოვანი უწყების წარმომადგენლის მხრიდან, სისტემის მხილებას.

გუმათთან, იქ სადაც ძალოვანი უწყების მიერ ხელოვნურად რკინის ბარიკადები და ე.წ. გამშვები პუნქტია მოწყობილი,  ზურაბ ხმელიძის გადაწყვეტილებას სამაგალითოს უწოდებენ.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ უკანონო ბრძანებების გაცემა შეწყვიტოს, ბარიკადები ხეობის შესასვლელიდან აიღოს და მოქალაქეებს საცხოვრებელ სახლებში თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცეს.

"მონაწილეობას ვიღებდი ხეობის ორად გაყოფაში" - ეს განცხადება ყოფილმა პოლიციელმა "მთავარ არხთან" ექსკლუზიური ინტერვიუში გააკეთა და სისტემა ამხილა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი