დრონის კადრები საოკუპაციო ხაზიდან-ოკუპანტები სავარაუდოდ თანამგზავრულ რადიოსადგურს დგამენ

გამოქვეყნდა:

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას მიერ, დრონით გადაღებული კადრების მიხედვით, საოკუპაციო ხაზთან, ხურვალეთის სასაფლაოსთან, რუსი ოკუპანტები სავარაუდოდ პორტატულ თანამგზავრულ რადიოსადგურს დგამდნენ.

ცენტრალური მაგისტრალის სიახლოვეს ასეთი სადგურების განთავსებით, რუსეთის სპეცსამსახურებს ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, მათ შორის ქართველი სპეცსამსახურებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების სატელეფონო საუბრების მოსმენა შეეძლებათ. 

დავით ქაცარავას მიერ, 2 დღის წინ დრონით გადაღებული კადრები "რადიო თავისუფლებამ" შეისწავლა.

"ჩვენ დავაფიქსირეთ ორი სამხედრო, რომელიც მოწყობილობების ინსტალაციით იყო დაკავებული. შესაძლებელია იყოს ე.წ. პელენგატორი ან რაღაც კონკრეტული ჯიპიეს ტრეკერი, ამდაგვარი ტიპის მოწყობილობა. კავშირგაბმულობის კუთხით ძალიან მასშტაბური წვრთნები ტარდებოდა", - თქვა დავით ქაცარავამ.

ქაცარავა ამბობს, რომ ჯერ უცნობია რა რეაგირება ჰქონდა ფაქტთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

ოფიციალურ თბილისს ამ თემაზე ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. სავარაუდოდ ეს საკითხი იქნება ერგნეთის შეხვედრაზე განხილვის ერთ ერთი მთავარი თემა. შეხვედრა ივლისშია დაგეგმილი.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი