"ბერლინის კედელი" საქართველოს ტერიტრიაზე - NGO-ები რიონის ხეობასა და პოლიციელის აღიარებაზე

გამოქვეყნდა:

ვანის სამმართველოს უკვე ყოფილი დეტექტივ-გამომძიებლის, ზურაბ ხმელიძის აღიარებასა და მხილებაზე დღეს მისმა თანამშრომლებმა საუბარი არ ისურვეს. პოლიციის უფროსი კი "მთავარ არხს" ადგილზე არ დახვდა

ხმელიძის ინტერვიუს "მთავართან" არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფასებენ და ამბობენ, რომ პოლიციელებსაც აღარ აქვთ რესურსი, რომ რიონის ხეობაში "ბერლინის კედლის" როლი შეასრულონ.

"ის ძალა, რომელიც არის გამოყენებული მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ხშირ შემთხვევაში არის არაპროპორციული", - თქვა "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა. 

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის შეფასებით, ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდებით მოქმედებს და მთელი ხეობის მოსახლეობას საკუთარ სახლში შესასვლელ გზას უკეტავს. 

"პოლიციელის ეს ქმედება მიგვანიშნებს, რომ ამ ნერვების ომში პოლიციასაც აღარ აქვს რესურსი ოჯახებიდან მოწყვეტილები იყვნენ და შეასრულონ ბერლინის კედლის ფუნქცია საქართველოს ტერიტორიაზე", - თქვა მან. 

სახელმწიფოს ქმედებებს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ აფასებს "საიას" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილიც. 

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი