"თუ რამე პრეტენზია აქვს იჩივლოს" - დავითულიანი პოლიციელზე, რომელმაც სისტემა ამხილა

გამოქვეყნდა:

პოლიციის კაპიტნის, ზურაბ ხმელიძის საჯარო აღიარებას საპარლამენტო უმრავლესობაში ეხმაურებიან. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი ამბობს, რომ სხვადსხვა მიზეზით სისტემას დღეში ასობით ადამიანი ტოვებს და ის კაპიტან ხმელიძის მხილებაში სისტემურ ან პოლიტიკურ პრობლემებს ვერ ხედავს. დავითულიანის თქმით, შესაძლოა, ზურაბ ხმელიძეს შინაგანად ემხრობა აქციის პათოსს და ამიტომ მიიღო შსს-დან წასვლის გადაწყვეტილება. 

"სისტემას ტოვებს დღეში ასობით ადამიანი ზოგი რა მიზეზით, ზოგი რა მიზეზით. თუ რაიმე აქვს პრეტენზია სამართლებრივი, მიხედოს საქმეს, იჩივლოს. უკანონოდ ვიღებთ ბრძანებას რომ ამბობს, ამას სჭირდება დადასტურება, იქნებ უბრალოდ ემხრობა ამ "ნამახვანჰესის" საპროტესტო აქციას, ამისი შინაგანად მომხრეა და ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი",-თქვა ბექა დავითულიანმა. 

დეტექტივ -გამომძიებელის მხილებას ეხმაურებიან ოპოზიციაში. მათი თქმით, უკანონო დავალებებისა და საკუთარ მოქალაქეებთან დაპირისპირების მცდელობის გამო,  ხელისუფლებას სამართალდამცავი სისტემა სრულად ჩამოეშლება, რადგან პოლიციელი სწორედ კანონის აღსრულებაზე და მის დაცვაზე უნდა იყო მომართული, და არა პირიქით.

ცნობისთვის, გუშინ გუშინ "მთავარი არხისთვის" ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში, იმერეთის სამხარეო პოლიციის  გამომძიებელმა ზურაბ ხმელიძემ შსს უკანონო დავალებების გაცემაში ამხილა .

ამავე თემაზე:

"ამის პრეცედენტები ალბათ მომავალშიც იქნება" - გოლეთიანი ყოფილი პოლიციელის აღიარებაზე

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი