გორში14 წლის მოზარდი გოგონა გაუჩინარდა. როგორც ირკვევა, მას ოჯახი 31 მაისიდან ეძებს.
ამის შესახებ ინფორმაციას სოფელ ტინისხიდის თემში მერის წარმომადგენელი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, გოგონა, ბოლოს, 31 მაისს, ქალაქ გორში წმინდაწყლის დასახლებაში ნახეს.
"31 მაისს წმინდაწყლის ტერიტორიიდან დაიკარგა სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 14 წლის მოზარდი თეო ლურსმანაშვილი. ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში დაუკავშირდით პოლიციას ან მოგვწერეთ" - აღნიშნულია განცხადებაში.
საქმეში ჩართულია პოლიცია და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.