აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება რკინიგზის სადგურების აღდგენას იწყებს და დასახმარებლად იტალიურ კომპანიას მიმართავს

გამოქვეყნდა:

აფხაზური მედიის ინფორმაციით, სეპარატისტული ე.წ. ხელისუფლება რკინიგზის სადგურების აღდგენას იწყებს, და პროცესში დასახმარებლად იტალიურ კომპანის მიმართავს. როგორც აფხაზეთის რკინიგზის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რკინიგზის აღდგენა და განახლება გადაწყვეტილია და სწორედ ამ მიზნით პირადად უმასპინძლა კომპანია "გლობალ არედის" წარმომადგენლებს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ ეს ინფორმაცია მართალია, ეს არაღიარების პოლიტიკის დარღვევაა. ამიტომ თქმით, ხელისუფლებამ ინფორმაცია ევროკავშირს უნდა მიაწოდოს და მომხდარს სწრაფი რეაგირება უნდა მოყვეს.

არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ უნდა გვქონდეს მუდმივი მონიტორინგი, რომ მით უმეტეს ევროკავშირის ქვეყნების კომპანიები იქ არ ოპერირებდნენ, ეს არის პრაქტიკულად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევა.

ჩვენ ევროკავშირის მხრიდან გვაქვს არაღიარების პოლიტიკის ძალიან მკაცრი და მკაფიო მხარდაჭერა. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ იტალიელ პარტნიორებს და ევოკავშირის მივაწოდეთ ეს ინფორმაცია, უნდა დაზუსტდეს ეს ინფორმაცია და უნდა ვთხოვოთ, შესაბამისი ზომების მიღება. იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიცია, იტალიის პოზიციას და უნდა მოხდეს სწრაფი რეაგირება, რომ ეს კომპანია იქ არ შევიდეს, - თქვა ელენე ხოშტარიამ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი