ხმაური ახმეტელის მეტროსთან | გარემოვაჭრეები ქუჩის მუსიკოსს ეჩხუბნენ და ადგილიდან წასვლა მოსთხოვეს

გამოქვეყნდა:

ხმაური ახმეტელის მეტროსთან. გლდანში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს გარემოვაჭრეები და ქუჩის მუსიკოსები დაუპირისპირდნენ. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს თვითმხილველები უყვებიან,
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

გარემოვაჭრეები ამბობდნენ, რომ ხმამაღალი მუსიკა საქმიანობაში ხელს უშლით. ადგილზე სიტუაციის განსამუხტად პოლიცია გამოიძახეს.

შეთანხმება ამ ეტაპზე შედგა, თუმცა დაპირისპირებული მხარეები ამბობენ, რომ დათმობას არ აპირებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი