გამომძიებელი, რომელმაც გუშინ სისტემა ამხილა, გუმათში, პროტესტის მონაწილეებს შეუერთდა

გამოქვეყნდა:

იმერეთის სამხარეო პოლიციის უკვე ყოფილი თანამშრომელი ზურაბ ხმელიძე სამსახურიდან წამოსვლის მეორე დღეს, რიონის ხეობაში ჩავიდა, ჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შეხვდა და საპროტესტო აქციას შეუერთდა. 

ყოფილი პოლიციელი ამბობს, რომ უწყვეტ პროტესტს, აქციის მონაწილეებთან ერთად და ჰესის წინააღმდეგ ბრძოლას ახლა ბარიკადებს მიღმა, რიგით ადამიანებთან ერთად გააგრძელებს. 

ზურაბ ხმელიძის თქმითვე, პირად საუბრებში სხვა სამართალდამცველებიც ეუბნებიან, რომ იგივე პოზიციაზე არიან, თუმცა ძალოვან უწყებას სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ტოვებენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი