დაახლოებით, 10-მდე ადამიანმა დატოვა სისტემა - გოლეთიანი ძალოვან უწყებებზე

გამოქვეყნდა:

სამართალდამცველები და ჯარისკაცები რიონის ხეობაში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ სახელმწიფო მისი ძალოვანი რესურსით იმ კერძო კომპანიას არ უნდა იცავდეს, რომელიც ხეობაში ჰესს აშენებს და მასშტაბურ ტერიტორიას დასატბორად ამზადებს.

"მთავარის" ინფორმაციით, ქვეყანაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები ამბობენ, რომ თუ მათი გამოყენება ხეობის ორად გაყოფაში ისევ გაგრძელდება, მუნდირს გაიხდიან და ჰესის მოწინააღმდეგეთა რიგებში ჩადგებიან.

დღესვე რიონის ხეობის მცველებმა ინფორმაცია გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ დღემდე ჰესის მოწინააღმდეგეთა სოლიდარობის მიზნით ძალოვანი უწყებების 10-მდე თანამშრომელმა სამსახური დატოვა.

"ყველა ამას ამბობს ცალსახად, რომ იმდენად გულშემატკივრობენ ან პროტესტსა და ბრძოლას, რომ არ შეუძლიათ სისტემაში დარჩნენ და იქიდან ადევნონ თვალი. იყო შემთხვევები, როდესაც აქციებზე ჩემთან მოვიდნენ და პირადად მითხრეს, რომ აპირებდნენ წამოსვლას. იყო შემთხვევაც, როდესაც ჩემს თვალწინ დარეკა თავის უფროსთან სამხედრო სამსახურში ერთმა პირმა. დაახლოებით, 10-მდე იყო ასეთი შემთხვევა. გარდა იმ ორი კაცისა, რომელმაც საჯაროდ დატოვა სამსახური", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი. 

ცნობისთვის, იმერეთის სამხარეო პოლიციის უკვე ყოფილი თანამშრომელი ზურაბ ხმელიძე სამსახურიდან წამოსვლის მეორე დღეს, რიონის ხეობაში ჩავიდა, ჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შეხვდა და საპროტესტო აქციას შეუერთდა. ხმელიძე ამ წუთებშიც გუმათში იმყოფება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი