ცემა საწოლის ე.წ. „რეიკით“, სკამის ჯოხით , სახაზავით, უკიდურესი დამცირება, ბულინგი და არაადამიანური მოპყრობა ბავშვების მიმართ - ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბინადრის უმძიმესი ინტერვიუ.
19 წლის ბიჭი, დღეს პირველად ყვება რა ხდებოდა დახურულ პანსიონში და როგორ ექცევიან აღმზრდელები იქ მყოფ ბავშვებს.
ახალგაზრდა, რომელიც პანსიონიდან უმძიმესი პირობების გამო, 15 წლის ასაკში გაიქცა, იხსენებს, როგორ უსწორდებოდნენ მასწავლებლები ურჩ მოსწავლეებს და როგორ მკაცრად ისჯებოდა ნებისმიერი პროტესტი, რომელსაც ბავშვები პანსიონში არსებული პირობების გამო გამოთქვამდნენ.
ახალგაზრდა ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, როდესაც აღმზრდელმა აღსაზრდელი სცემა, რასაც ბავშვის სიკვდილი მოჰყვა, მისივე თქმით, ეს საქმე არავის გამოუძიებია და მიჩქმალეს - აღმზრდელმა იმ დონემდე სცემა, ის ბავშვი მოკვდა, ეს საქმე მიჩქმალულია - ამბობს ყოფილი ბენეფიციარი "მთავარ არხთან" საუბარში.