საყულიაში სპეცრაზმს ელოდებიან - ტაძრის ეზოში სოფლის მოსახლეობამ საჯარო ფიცი დადო

გამოქვეყნდა:

სოფელ საყულიას მოსახლეობა,  სპეცრაზმის მოლოდინშია. პოლიცია იმ ადამიანების დაკავებას გეგმავს, ვინც რიონის ხეობის მცველის ირაკლი მუკბანიანის აყვანის ოპერაციის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა.

სოფლის მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული და ამბობენ, რომ სპეცრაზმს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ მისცემენ.

ადგილობრივები გომელაურისგან ბოდიშის მოხდასაც ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ფორმის მიმართვას გეგმავენ.

რამდენიმე წუთის წინ, საყულიას მოსახლეობა სოფლის ტაძრის ეზოში შეიკრიბა და საჯაროდ დადო ფიცი იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას არ მისცემენ იმ პირების დაკავების უფლებას, რომელიც სპეცოპერაციის დროს ირაკლი მუკბანიანი გვერდით იმყოფებოდნენ. მოსახლეობას სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ

  • დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ირაკლი მუკბანიანი;
  • შეწყდეს იმ ადამიანების მიმართ დევნა, რომლებიც დაკავების პროცესში მუკბანიანის გვერდით იმყოფებოდნენ;
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა მოიხადოს საჯარო ბოდიში.

შეგახსენებთ, სპეცოპერაცია საყულიას სასფლაოზე შსს-მ 1 ივნისს ჩაატარა. პოლიციამ ირაკლი მუკბანიანი 29 მაისს, გუმმათთან აქციაზე, პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის, მუქარის ან ძალადობის ბრალდებით დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი