"სად არიან ბავშვები?!", "ანაფორა იმუნიტეტი არ არის" - აქცია პროკურატურასთან 

გამოქვეყნდა:

"სად არიან ბავშვები", "ანაფორა იმუნიტეტი არ არის" - ამ ლოზუნგებით საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ნინოწმინდის პანსიონში არსებულ უმძიმეს ვითარებას ბავშვთა უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები, დახურული ტიპის დაწესებულების სასწრაფოდ დახურვას და მოზარდების საოჯახო ტიპის დაწესებულებებში გადანაწილებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყებებმა დროულად უნდა გამოიძიონ მძიმე დანაშაულები და ბავშვების ტყვეობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი