პროკურატურასთან, სადაც საზოგადოების ნაწილი ნინოწმინდის ბავშთა პანსიონატის გარშემო არსებულ ვითარებას აპროტესტებენ და სახელმწიფოსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგამს ითხოვენ, დაპირისპირებაა.
მოძრაობა "დროას" ლიდერმა საგამოძიებო უწყებაში შესვლა მოითხოვა, რასაც ხმაური მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. პოლიციამ ის ტერიტორიიდან გაიყვანა.
ხოშტარიას თქმით, პროკურატურისგან სურდა მოესმინა პასუხი კითხვაზე, რატომ არ არის გამოძიებული ამ დრომდე ნინოწმინდის პანსიონის უმძიმესი ფაქტები, მითუმეტეს რომ სახალხო დამცველის ინფორმაციით, გამოძიება სავარაუდო ძალადობისა და გაუპატიურების შემთხვევებზე 2016 წლიდან დაიწყო.