აღიარება რამდენიმეწლიანი დუმილის შემდეგ - წამება, ცემა, ჩაგვრა ნინოწმინდის პანსიონში

გამოქვეყნდა:

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მოზარდს ფიზიკურად პედაგოგი მხოლოდ იმიტომ გაუსწორდა რომ დავალება არ შეასრულა. ბავშვის ცემის ფაქტს ბავშვთა სახლის სხვა ბინადრებიც უყურებდნენ. მძიმე დაზიანებების შემდეგ კი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

19 წლის ბიჭი დღეს პირველად ალაპარაკდა იმ მძიმე რეალობის შესახებ რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში თითქმის ყოველდღიურად ხდება.

ყოფილი ბენეფიციარი მთავარ არხთან ინტერვიუში ყვება, რომ ბავშვებს თავშესაფარში აწამებენ, სცემენ და აბულინგებენ. არაადამიანური მოპყრობა მოზარდების მიმართ კი სისტემატიურ ხასიათს ატარებს.

ყოფილი ბენეფიციარი ყვება რომ ბავშვთა სახლის ადმინისტრაცია ბავშვების მშობლებს შვილების შესახებ ინფორმაციას უმალავს. 19 წლის ბიჭმა საკუთარ თავზე გამოსცადა, როგორ მოატყუეს მის სანახავად მისული დედა და მშობელს უთხრეს რომ ბავშვი გაშვილებული იყო.

პანსიონის ადმინისტრაცია კი მეუფე სპირიდონის დავალებით მალავს ყველაფერს რომელიც მძიმე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

ბავშვთა სახლი ჩააბარეს სასულიერო პირს, რომელიც მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს, ამის შესახებ კი კარგად იციან პანსიონის აღმზრდელებმა რომლებსაც ღიად საუბარი ამ უმძიმეს ფაქტზე აკრძალული აქვთ.

არასამთავრობი სექტორი  ხელისუფლებას მოუწოდებს, გახსნას ბავშვთა სახლის კარი სადაც ცხოვრება წამებასთან არის გათანაბრებული. 

სავარაუდო დანაშაულის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ 5 წლის წინ დაიწყო. გომელაურის უწყებამ კი მხოლოდ დღეს გაავრცელა განცხადება სადაც წერია რომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გამოძიების შედეგი არ დამდგარა. თუმცა ოთხივე ფაქტი რომელსაც საგამოძიებო უწყება იკვლევს მოზარდებზე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტებს უკავშირდება. ამ მძიმე რეალობის ფონზე კი საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა პანსიონის შესახებ ილია მეორეს სამდივნო დუმს, რატომ მფარველობენ მეუფე სპირიდონს ეს მთავარი უპასუხო კითხვაა, რომელზეც საპატრიარქო არ საუბრობს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი