კოვიდტესტების სკანდალი გრძელდება - ტესტების შესყიდვას ჯანდაცვის სამინისტრო აღარ აპირებს

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში ტესტების შეძენას აღარ აპირებს - ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ტესტები, რომელიც უწყებას უნდა შეეძინა, მათ მიერ დატესტილი არ იყო და შერჩევა მხოლოდ ანოტაციისა და თანმხლები სერთიფიკატების მიხედვით მოხდა.

​გაბუნია ამბობს, რომ ტესტების მოწოდება კომპანიამ ვერ შეძლო, რის გამოც შესყიდვა აღარ მოხდა. 

ტესტი აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას, აღიარებითი რეჟიმის საფუძველზე მოხდა მისი რეგისტრაცია, რომელიც ასევე იყო რეგისტრირებული ნიდერლანდებში შესაბამისი მიზნებისთვის. თან ახლდა არაერთი სერთიფიკატი, ანუ ყველა მოთხოვნა, რომელიც იყო დაყენებული, ტესტმა დააკმაყოფილა, თუმცა მოხდა ისე, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ტესტის მოწოდება ვერ მოხდა. იმის გამო, რომ მოწოდება ვერ მოხდა ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეჩერების შესახებ. დღეს ტესტების შესყიდვის ხელშეკრულება ჩვენ არ გვაქვს, არც იგეგმება ამ მიმართულებით ცვლილების გატარება. ტესტების შესყიდვას სამინისტრო არ განახორციელებს, - აცხადებს მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.  

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ეს ტესტები მათ არ შეუფასებიათ. ამირან გამყრელიძის განცხადებით, არცერთი წამყვანი ქვეყნის ჯანდაცვის უწყება არ იძლევა რეკომენდაციას, რომ ტესტი კოვიდინფექციის დიაგნოსტირებისთვის იქნას გამოყენებული.

ტესტი იქნება ეს იმ კომპანიის ან სხვა კომპანიის, ბევრია ამ ტიპის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ამ ტესტებს. ჯერჯერობით მათი სპეციფიურობა და მათი მგრძნობელობა არ არის მაღალი, ალბათ, დრო გვაჩვენებს და დროთა განმავლობაში დაიხვეწებიან, - ამბობს გამყრელიძე. 

ჯანდაცვის სამინისტროს 30 ათასი ტესტი ჰოლანდიიდან უნდა შეეძინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ტესტები ჩინურია და მათი გამოყენება ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში აიკრძალა.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი