ქუთაისში მეტალურგიულ ქარხანაში მუშა გარდაიცვალა. იგი სავარაუდოდ სიმაღლიდან ჩამოვარდა. უბედური შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
"მექანიკი იყო, აკეთებდა ამწეს, ზემოთ," - ამბობენ ქარხნის თანამშრომლები "მთავარ არხთან" საუბრისას.
როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.