Tbilisi Pride-ს დირექტორის, გიორგი თაბაგარის თქმით, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. ამის შესახებ თაბაგარმა დღეს, 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, 1-ლიდან 5 ივნისის ჩათვლით მოეწყობა კვირეული, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება.
გარდა ამისა, როგორც გიორგი თაბაგარი ამბობს, 5 ივლისს რუსტაველის მეტროსთან შეიკრიბებიან, Tbilisi Pride, მათი მხარდამჭერები, პარტნიორი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღირსების მარშის სლოგანი "გამოდი სოლიდარობისთვის" იქნება.