"ბავშვებს აპირისპირებენ სოციალურ მუშაკებს და მშობელს და ატირებენ" - ნინოწმინდის პანსიონატიდან ვიდეოები ვრცელდება

გამოქვეყნდა:

უფლებადამცველ ანა არგანაშვილის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ვიდოები ვრცელდება, რომელიც უხეშად არღვევს ბავშვების უფლებებს, მათ პერსონალურ მონაცემებსა და ყველა კანონს.

უფლებადამცველები სახელმწიფოს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ:

ამ წუთებში ვრცელდება ვიდეოები ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან და ყველა ვიდეოში ხდება ბავშვებზე ძალადობა: ბავშვებს ეკითხებიან გინდა თუ არა აქედან წასვლა, ბავშვები ტირიან და არიან უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. 
ბავშვების პერსონალური მონაცემები ირღვევა, ყველა კანონი ირღვევა. სად არის სახელმწიფო ამ დროს?
თქვენ ბავშვები სათამაშოები გგონიათ?
ბავშვებს აპირისპირებენ სოციალურ მუშაკებს და მშობელს და ატირებენ, ეს არის არაადამიანური მოპყრობა -
წერს არგანაშვილი.

ეს ე.წ. მეუფე სპირიდონი ლაივებს დებს ფეისბუქზე, რომელშიც ბავშვებს ეკითხება წასვლა გინდათ თუ დარჩენაო. სტრესი აკლიათ მაგ ბავშვებს და ეს უმატებს. რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო?? - წერს იურისტი თამაზ ახობაძე
 

"ეხლა ვნახე ვიდეოები, როგორ უწყობენ ჯოჯოხეთს ბავშვებს ნინოწმინდაში. დაკითვას, ზეწოლას და თან აჩვენებენ ამ ბავშვებს. 
სასწრაფოდ ჩაერიეთ და დეწყვიტეთ ეს ძალადობა! ეს არის დანაშაული! შეუძლებელია ამ ვიდეოებს უყურო და არ გაგისკდეს გული ვინც გინდა იყო! 
გააჩერეთ ეს სადიზმი" -
წერს მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი