"200 მეტრიდან აქვს ნასროლი და გაქცეულა"- ქუთაისში დაჭრილი ჯარისკაცის დედა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეს, 30 წლის დიმიტრი ბუცხრიკიძეს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.  ექიმის თქმით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ბუცხრიკიძე 9 წელია სამხედრო სამსახურის თანამშრომელია და სამჯერ ავღანეთის ჯარებში მსახურობდა. 

ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, რა შეიძლება გამხდარიყო თავდასხმის მოტივი, რადგან მას კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ოჯახის წევრების მთავარი მოთხოვნაა, დაუყონებლივ დააკავონ და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავე.

"მეთაური დამიკავშირდა, ხაბულიანი და მითხრა: გამოვიდა სამსახურიდან და მოდიოდა უკვე, 200 მეტრიდან აქვს ნასროლი და ის გაქცეულა",-ამბობს  ჯარისკაცის დედა. 

მომხდარზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი