შეიქმნა სახელდახელოდ კომისია, იერარქიულად მე გამოვდივარ ხელმძღვანელი - ნიკოლოზი ნინოწმინდაზე ​

გამოქვეყნდა:

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში სოცმუშაკები რამდენიმე დღე დარჩებიან, გარდა ამისა, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის ინფორმაციით, დღეს საგანგებოდ შეიქმნა კომისია, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.

სოცმუშაკები აქედან სავარაუდოდ, დღეს არ გამოვლენ. ჩვენ გადავწყვიტეთ, ასეთ სტრესულ ვითარებაში ბავშვებს რომ არ ელაპარაკონ, რამდენიმე დღე დარჩნენ ეს სოცმუშაკები, ღამე დარჩნენ, იყვნენ ამ ბავშვებთან, იცხოვრონ ცოტა ხანი, გაიცნონ. ამ წუთას ასეთი ვითარებაა, როგორც კი ახალი ინფორმაცია, ან ახალი შეთანხმება, გადაწყვეტილება იქნება, გამოვალ და მოგიყვებით.

დღეს შეიქმნა სახელდახელოდ კომისია, იერარქიულად მე გამოვდივარ ხელმძღვანელი, ზუსტად ვერ ჩამოგითვლით ყველას, არიან სასულიერო პირები და საერო პირები, იურიდიული სამსახურია ჩვენი, სამედიცინო სამსახურია ჩვენი ჩამოსული, ჩვენ რაც შეგვიძლია, ის ხალხია. იერარქიულად მე მიწევს ამ პასუხისმგებლობის ჩემ თავზე აღება" ამბობს მეუფე ნიკოლოზი, რომელიც დღეს ნინოწმინდის პანსიონში ჩავიდა.

სოცმუშაკები პანსიონში დღეს დილიდან მუშაობენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი