წამების მსხვერპლთა საერთაშორისო სარეაბილიტაციო საბჭო ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და შესაძლო ძალადობის ფაქტების გამოძიებას ითხოვს.
IRCT წერს, რომ შოკირებულია ანგარიშებით, სადაც საუბარია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მართვის ქვეშ მყოფ ნინოწმინდის პანსიონში, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ. "საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აღწერს საზარელ შემთხვევებს, მათ შორის სექსუალურ ძალადობას, საკვების ჩამორთმევასა და ბავშვების სისტემატიურ ცემას" - ვკითხულობთ irct-ის ანგარიშში.
"ეს არის წამება და არასათანადო მოპყრობა, ამაში არ შეცდეთ. ბავშვთა ზრუნვაზე პასუხისმგებელმა ნებისმიერმა დაწესებულებამ უნდა დაიცვას ბავშვები და ადამიანის უფლებები. საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა დარწმუნდეს, რომ მათი უფლებები დაცულია რეგულარული მონიტორინგითა და მათი უფლებების ბოროტად გამოყენების სანქცირებით", - ამბობს IRCT- ის ადვოკატირების დირექტორი.
IRCT ასევე უკვე აღძრულ საქმეებზეც წერს და შემდეგ ამბობს, რომ "მართლმადიდებულური ეკლესია სამთავრობო უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბავშვთა სახლის მეთვალყურეობზე, მონიტორინგის განხორციელებაში აქტიურად უშლიდა ხელს".
IRCT საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სტამბოლის პროტოკოლში მოცემული წამების გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სრულად გამოიძიონ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები. "ყველა ადამიანი, რომლის ბრალეულობაც გამოიკვეთება უნდა მიეცეს პასუხისგებაში. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ ბავშვების, სრული ანაზღაურება და რეაბილიტაცია, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად განიცდიან ძალადობას დაწესებულებაში" - წერს ორგანიზაცია