ბავშვთა უფლებების დარღვევა სოციალური მუშაკების თვალწინ - მეუფე სპირიდონის ვიდეოფაილები

გამოქვეყნდა:

დღეს სინოდის წევრმა მეუფე სპირიდონმა თავის გასამართლებლად გაავრცელა კადრები, რომელიც ადასტურებს რომ მოზარდები ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიან მათ შორის პირადად მღვდელმთავრისგან. სასულიერო პირს არც ამჯერად უზრუნია რომ საჯაროდ კიდევ ერთხელ არ დაერღვია ბავშვის უფლებები. ყოფილი ბენეფიციარის სკანდალური მხილების შესახებ კი ეპისკოპოსი დუმს. 

დახურულ პანსიონში გაუსაძლისი მდგომარეობის მიუხედავად ხელისუფლებამ მონიტორინგი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო რაც გასაჯაროებულ უმძიმეს ფაქტებს უკიდურესად მწვავე რეზონანსი მოყვა.

ამ დროისთვის პანსიონიდან მხოლოდ რამდენიმე მოზარდია გადაყვანილი, თუმცა  სამოქალაქო სექტორი ყველა ბავშვის გარიდებას მოითხოვს. არასამთავრობოებმა დღეს სასამართლოსაც მიმართეს მოთხოვნით - დაიწყოს ბავშვებზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტების გამოძიება და დადგეს მეუფე სპირიდონის პასუხისმგებლობის საკითხი.

გავრცელებულ ვიდეოებში სპირიდონ აბულაძე ბავშვების და სოც.მუშაკების თანდასწრებით ურეკავს ბავშვების მშობლებსაც და ეკითხება თანახმა არიან თუ არა ბავშვთა სახლიდან წაიყვანონ მოზარდები, ამით სასულიერო პირი ცდილობს აჩვენოს რომ თავშესაფარში ყველაფერი კარგად არის და მოზარდებისთვის მშვიდი გარემოა შექმნილი.

მეუფე სპირიდონმა ვიდეოფაილები დღეს გამოაქვეყნა, მასალაში არასრულწლოვანი ბენეფიციარების იდენტიფიცირება შესაძლებელია რაც მათი უფლების დარღვევის კიდევ ერთი ფაქტია, საუბარს ბავშვებსა და სპირიდონს შორის ესწრებიან სოც მუშაკები თუმცა მათ ვერ გაბედეს მღვდელმთავრისთვის ეთქვათ, რომ ვიდეოგადაღება კანონდარღვევაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი