მხატვრებმა 8 ივნისს, კულტურის სამინისტროსთან აქცია დააანონსეს

გამოქვეყნდა:

მხატვრებმა 8 ივნისს კულტურის სამინისტროსთან აქცია დააანონსეს. ისინი მხატვრებთან დაკავშირებით მიღებულ ახალ რეგულაციებს გააპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ ნამუშევრების გატანაზე შეტანილი განაცხადის განხილვის ვადა 21 დღემდე გაიზარდა. 

21 იქნება 12 თუ 3 დღე ნიშნავს ერთს - მხატვრების უშანსოდ დატოვებას და მთლინად მოწყვეტას ევროპულ, აზიურ თუ ამერიკის არტ ბაზრის სივრცეებს. რაც ნიშნავს გამოფენებში, კონკურსებში, არტ სიმპოზიუმებზე და ფესტივალებზე, გალერეებთან, კოლექციონერებთან და ა.შ. სხვადასხვა სახით პრობლემებს - პროექტების ჩაშლას, ნამუშევრების საზღვარგარეთ გაყიდვის ნულამდე დაყვანას და ბევრი სხვა მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება კიდევ.

ეს რეგულაციები არის სახელმწიფოს მხრიდან გაუაზრებელი და ორიენტირებული კულტ. სამინისტროს შემოსავლებზე ანუ განვმარტავ - მხატვართა პროტესტის შემდეგ 21 დღეს შეამცირებენ.... შემდეგ დააწესებენ სხვადახხვა გადასახადებს მოსაკრებელზე როგორც იუსტიციის სახლშია დაჩქარებულ ვადაზე 1 დღეში 200 ლარი. 2 დღეში ამდენი და ასე...

ვფიქრობ, ლანძღვა გინებას აზრი არ აქვს, აჯობებს შევიკრიბოთ კულტურის სამინისტროსთან, ერთად გავაპროტესტოთ სამშაბათს 11 საათზე. გავაკეთებთ ოფიციალურ მიმართვას - მინისტრის სახელზე წერილს, ხელმოწერილს მხატვართა მხრიდან და ჩავაბარებთ კულტურის სამინისტროს კანცელარიაში. ასევე შევხვდებით სამინისტროს წარმომადგენლებს გასაუბრებაზე, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი საერთო პროტესტისა.

ყველა მხატვარს მოვუწოდებ შევიკრიბოთ. მადლობა ყურადღებისთვის, - წერს Facebook-ზე მხატვარი მამუკა ცუცქირიძე.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი