დღეს ერთად უნდა დავსვათ მეუფე სპირიდონი, სოც.მუშაკები და ბავშვები - დავითულიანი ნინოწმინდაზე

გამოქვეყნდა:

"დღეს უნდა დავსვათ ერთად სოც.მუშაკები, პერსონალი, მეუფე სპირიდონი და ბავშვები. ბავშვებს მოვუხსნათ ის სტრესული ფონი, რაც იქ უცხო ადამიანების ყოფნით არის გამოწვეული და შემდეგ გადავიდეთ იმ ეტაპზე, როცა სოც.მუშაკები დაიწყებენ ინდივიდუალურ მუშაობას ბავშვებთან. მეუფე სპირიდონის პოზიცია სოც.მუშაკებთან იყო მიმღებლური და რბილი. მათ ყველას აძლევს მუშაობის საშუალებას. ჩვენ ვეცდებით, რომ სოც.მუშაკები ამ საშუალებას იყენებდნენ მანამ, სანამ სახალხო დამცველს არ ექნება მონოტორინგის შესაძლებლობა".

- ამბობს "ქართულ ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი, ნინოწმინდის პანსიონზე, სადაც თანაგუნდელ შალვა პაპუაშვილთან ერთად იმყოფება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი