დედაქალაქში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობა ჩამოდის, რომელიც მედიაციის პროცესში უნდა ჩაერთოს - ამბობს "რიონის ხეობის" მცველი ვარლამ გოლეთიანი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანების წარმომადგენლობასთან შეხვედრა მედიისთვის ღია იყოს. გოლეთიანის თქმით, ისინი ხელისუფლებამ მოიწვია.
"შემდეგ შაბათს რამდენიმე ადამიანი თბილისში ვიქნებით, ამ შეხვედრაში მივიღებთ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, მედიისთვის ეს პროცესი ღია და საჯარო უნდა იყოს, შემდეგ სპეკულაციის საგანი რომ არ დარჩეს ამ შეხვედრაზე" - ამბობს გოლეთიანი.
რიონის ხეობაში, გუმათთან უწყვეტი პროტესტი გრძელდება. დღეს 222-ე დღეა.
"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები ტრადიციულად, რკინის ჯებირებზე ხელის დარტყმითა და საყვირებით გამოხატავენ პროტესტს.