ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ გორში, კომბინატის დასახლებაში. "მთავარის" ინფორმაციით, მშვიდობის გამზირზე, ავტომობილი, რომელიც სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, ორ ახალგაზრდას დაეჯახა. დაშავებული გოგო-ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.