დაბა აბასთუმანში ახალციხელ ახალგაზრდებს ეძებენ, რომლებიც ტყეში 5 ივნისს, დღისით შევიდნენ და მას შემდეგ აღარ გამოჩენილან.
ადგილობრივების თქმით ახალგაზრდებს ტყეში სავარაუდოდ გზა აებნათ.
"მაშველები და რეინჯერები ეძებენ. ტყეში შევიდნენ პიკნიკზე, იქ ზევით ტელეფონი აღარ იჭერს. ზუსტად არც იციან რამდენნი არიან, ამბობენ შვიდი პირიო. ჯერ თქვეს სკოლის მოსწავლეებიო, ახლა გავარკვიეთ რომ ერთ-ერთი ზრდასრული მამაკაცია" - ამბობს ერთ ერთი ადგილობრივი.
ინფორმაციას "მეცხრე არხი ახალციხე" ავრცელებს.