აბასთუმნის ტყეში გაუჩინარებული ახალგაზრდებიდან ორი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელიდანაა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ლუკა ალექსიძე და გიორგი სადაღაშვილი სალაშქროდ ხშირად დადიოდნენ.
შეგახსენებთ, დაბა აბასთუმანში სამძებრო სამუშაოებში 40-მდე მეხანძრე მაშველი მონაწილეობს. სავარაუდოდ 7 ახალგაზრდა ტყეში 5 ივნისს შევიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილან.