ხვალ, 7 ივნისს, პარლამენტის ბიუროს, სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე პრემიერ-მინისტრის წერილობითი ანგარიში წარედგინება. ირაკლი ღარიბაშვილი პლენარულ სხდომაზეც გამოვა.
ანგარიში 151-გვერდიანია და მასში ყურადღება ეთმობა 4 საკვანძო მიმართულებას: საგარეო პოლიტიკას, უსაფრთხოებას, კონფლიქტის მოგვარებასა და ადამიანის უფლებებს.
დოკუმენტში საუბარია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ გლობალურ და რეგიონული გამოწვევებზე. პრემიერის შეფასებით, პანდემიამ, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის გამოწვევამ, პირდაპირი გავლენა იქონია ტურიზმის შემცირების კუთხით, რაც საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სოციალური და ჯანდაცვის სერვისებზე, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სფეროში გატარებულ რეფორმებზე.