"ყველას აქვს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება" - შუქრუთელების მხარდასაჭერი აქცია 

გამოქვეყნდა:

"ნუ მოკლავ ჭიათურას", "ყველას აქვს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება" - ამ წარწერებიანი ტრანსფარანტებით მივიდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შუქრუთელების მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე.

აქცია პუშკინის სკვერში მიმდინარეობს, სადაც სოლიდარობას უცხადებენ თბილისში ჩამოსულს პირამოკერილ და მოშიმშილე დაზარალებულებს.

თავად შუქრუთელები, რომლებიც უკვე სამი დღეა მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ, აშშ-ს საელჩოსთან არიან და ფიზიკური სისუსტის გამო, მოქალაქეების მხრიდან გამოცხადებულ სოლიდარობას და მხარდამჭერ აქციას სრულდ ვერ უერთდებიან. აქციაზე შუქრუთელების პროტესტის მონაწილეების მხოლოდ ნაწილი მივიდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი