რუსთავში ცეცხლი ავტომანქანების ბაზრობას გაუჩნდა, ადგილზე ამ წუთებში სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. შენობა, რომელშიც ათობით მანქანა იყო განთავსებული, მთლიანად განადგურებულია.
ზუსტი ზარალი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, განადგურებულია 12-მდე ავტომანქანა.
შემთხვევის დროს ბაზრობა დაკეტილი იყო, შესაბამისად უცნობია, ხანძრის გამომწვევი მიზეზი.