აბასთუმნის ტყეში დაკარგული ახალგაზრდები - მამის ინფორმაციით, კავშირი 3 ივნისს შეწყდა

გამოქვეყნდა:

აბასთუმნის ტყეში გაუჩინარებული ახალგაზრდებიდან ორი, ლუკა ალექსიძე და გიორგი სადაღაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელიდან არიან. როგორც გიორგი სადაღაშვილის მამა "მთავარ არხს" ეუბნება, შვილთან 3 ივნისს შუადღის მერე შეწყდა კავშირი. მისივე თქმით, ახალგაზრდა სალაშქროდ ხშირად დადიოდა:

"ოთხი დღე იქნება რაც წავიდა და სამში შუადღის შემდეგ შეწყდა კავშირი. ხუთში უნდა დაბრუნებულიყვნენ საღამოს. აბასთუმნის ტყეში წავიდნენ სალაშქროდ და იქ დაიკარგნენ. ხშირად დადიოდა სალაშქროდ. სოფლიდან ჩემ შვილთან ერთად, კიდევ ერთი ახალგაზრდაა წასული", - ამბობს თამაზ სადაღაშვილი.

"მთავარ არხთან" კომენტარები გააკეთეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა:

"წასული იყო 7 ახალგაზრდა. 2-ში წავიდნენ, 4-ში უნდა წამოსულიყვნენ მე როგორც მაქვს ინფორმაცია. 4-ში რომ არ გამოვიდნენ, მერე მოიკითხეს მშობლებმა და სამაშველო პოლიცია ჩაერთო და მიდის სამძებრო სამუშაოები, ამ ეტაპზე უცნობია მათი ადგილსამყოფელი",- ამბობს დავით ადიაშვილი, სოფელ ქვახვრელის რწმუნებული

აბასთუმნის რწმუნებულს კი ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს. 

"ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს მეც. დაბიდან გასული ვიყავი და ახლა შემოვდივარ დაბაში. როგორც მე ვიცი, ერთი ახალციხელი ბავშვი უნდა იყოს და დანარჩენები თბილისიდან",- ამბობს რწმუნებული

შეგახსენებთ, დაბა აბასთუმანში სამძებრო სამუშაოებში 40-მდე მეხანძრე მაშველი მონაწილეობს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი