არასწორია... მოსამართლეს არ ჰქონდა უფლება, ასეთი განაჩენი გამოეტანა - მეუფე სპირიდონი

გამოქვეყნდა:

"არასწორია მოსამართლის გადაწყვეტილება... მიჩივლეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და რამდენიმე საქმეა აღძრული. მაგრამ არაფერზე არაა დღეს დასრულებული გამოძიება, სასამართლო პროცესი არაა გამართული. აქედან გამომდინარე, არცერთი ბრალდება, მე ვიტყოდი ცილისწამება, რომლებსაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აყენებენ, არაა დამტკიცებული. ამიტომ, ჩემი აზრით, მოსამართლეს არ ჰქონდა უფლება, რომ ასეთი განაჩენი გამოეტანა, გადაწყვეტილება, რომ ბავშვები სასწრაფოდ გაიყვანეთ აქედანო... არავითარი იურიდიული საფუძველი არ არსებობდა იმის, რომ აქ ბავშვების დამაზიანებელი მოქმედებები ხდება. არ არსებობდა იმიტომ, რომ ეს იურიდიულად უნდა დამტკიცდეს და ეს ჭორაობა არაა ღირსეული საქციელი, როდესაც ამას მოუსმენ. ამიტომ, ვთვლი, რომ ეს განცხადება არ არის სწორი, ეს არის ისეთი ემთოდი, რომელსაც მიმართავდნენ ავადსახსენებელი ფაშისტები და SS-ელები".

- ამბობს სხალთელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი ქადაგებისას, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონი ბავშვების ნაწილმა უნდა დატოვოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი