ნინოწმინდის პანსიონში მეუფე სპირიდონის თაოსნობით უკანონობათა მთელი თაიგული, უზარმაზარი თაიგული მივიღეთ, ოღონდ სანამ მთელი საზოგადოება არ ჩაერთო ამ პროცესში, მანამდე ხელისუფლებამ ვერცერთი ნაბიჯის გადადგმა ვერ ან არ გაბედა ეპისკოპოსის და მისი ქვეშემრდომების თვითნებობის აღსაკვეთათ.
უდიდესი დანაშაული, რა თქმა უნდა, ის არის, როგორც ეპყრობოდნენ ბავშვებს პანსიონში.
საერთოდ, ბავშვთა სახლის ასეთი სახით არსებობაა უკვე უკანონობა ჩვენს ქვეყანაში - რამდენი ხანია ამ ტიპის სახელმწიფო დაწესებულებები გაუქმებულია სწორედ იმიტომ, რომ ბავშვებისთვის ასეთი გარემო, საბჭოური ინტერნატის გარემო უკვე თავისთავად საზიანოდაა მიჩნეული, ძალადობისა და გაუპატიურების გარეშეც.
და, ზედაპირზე დევს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები თავად მეუფე სპირიდონის მხრიდან, რომელსაც, წესით, საციხედაც კი აქვს საქმე.
გიორგი გვიშიანის რეპორტაჟი: ნინოწმინდის პანსიონი