რა პრობლემები აქვთ ჟურნალისტებს - რიკერს მედიის საკითხებზე მომუშავე NGO-ები ხვდებიან

გამოქვეყნდა:

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი ამ წუთებში მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელებს ხვდება.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული მედია გარემო და ის პრობლემები იქნება, რომლის წინაშეც კრიტიკული მედიები დგანან.

"ჩვენ ბევრ პრობლემაზე ხშირად ვსაუბრობთ. არა ერთხელ ანგარიში გაგვივრცელებია. ბოლოს მაგალითად, ის ძალადობა, რომელიც ჟურნალისტების  წინააღმდეგ არის, ის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ხელისუფლების არასათანადო რეაგირება, ეს არის ის მოკლე ჩამონათვალი, იმ პრობლემებისა, რომლის წინაშეც დღეს ჟურნალისტები, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლები, დგანან და რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება საუბარი",- თქვა "საერთაშორისო გამჭვირვალობის" წევრმა, მამუკა ანდღულაძემ.

ფილიპ რიკერი საქართველოში გუშინ, 5 ივნისს ჩამოვიდა. მესამე სექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებს შეხვდება. შეხვედრების მთავარი თემა 19 აპრილის შეთანხმება იქნება.

ეს მეორე მაღალი რანგის ვიზიტია, რომელიც შეერთებული შტატებიდან ბოლო ერთ კვირაში შესრულდა. რიკერის ვიზიტამდე ქვეყანაში სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი იმყოფებოდნენ. საქართველოს შემდეგ, ფილიპ რიკერი აზერბაიჯანს და სომხეთს ეწვევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი