მეუფე სპირიდონის მხარდამჭერ აქციაზე ომბუდსმენის აპარატის გაუქმებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

"მეუფე სპირიდონის მხარდასაჭერად" - თბილისში სხალთელი ეპისკოპოსის მხარდამჭერი აქცია იმართება. მეუფეს მხარდამჭერები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ, ისინი სახალხო დამცველს, ნინი ლომჯარიას ტყუილში ადანაშაულებენ და მისი ოფისის მიმართულებით მსვლელობას გეგმავენ. 

აქციაზე შეკრებილები არიან სასულიერო პირებიც. ისინი ამბობენ, რომ ერთადერთი, ვინც ბავშვების უფლებებს არღვევს თავად ომბუდსმენია და  მიაჩნიათ, რომ ეს აპარატი საერთოდ უნდა გაუქმდეს.

სპირიდონის მხარდამჭერები აქციის გაგრძელებას სწორედ ნინო ლომჯარიას ოფისთან გეგმავენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი