პოლიციას ვთხოვე, გალავანთან გააკეთოს კედელი, რომლის იქითაც ჟურნალისტები არ გადავლენ - მეუფე ნიკოლოზი

გამოქვეყნდა:

შსს-ს სთხოვს ნინოწმინდის პანსიონის გალავანთან კიდევ ერთი კედელი გააკეთონ იმისთვის, რომ ჟურნალისტებმა იქ გადასვლა ვერ შეძლონ. მამა  ნიკოლოზი ამბობს, რო პანსიონის ბავშვები ჟურნალისტების გამო ისტრესებიან. 

გარდა ამისა, ნიკოლოზის თქმით, ჟურნალისტების გამო, მუშაობაში ხელი ეშლებათ სოციალურ მუშაკებს.

ვიყავი პოლიციაში და ვთხოვე, რომ გალავანთან გააკეთოს კედელი, რომელის იქითაც ჟურნალისტები ნებართვის გარეშე არ გადავლენ. იმიტომ, რომ დღეს მთელი დღეა სტრესის ქვეშ მუშაობენ.ჟურნალისტები მთელი დღე ამ გალავანზე სხედან ფეხებით იქით. 

ისეთი დასრტესილები არიან ეს ბავშვები, კიდე ვერ დავიმახსოვრე, ეს დიდი, "ფლაი ვეი" რო დგას ვეებერთელა, ლოკატორის ფორმა აქვს და ბავშვები დარწმუნებულები არიან, რომ მათ საუბარს იწერენ" თქვა მეუფე ნიკოლოზმა ნინოწმინდის პანსიონთან და დაამატა, რომ ბავშვები ჟურნალისტების გამო დღეს სკოლაში ვერ წავიდნენ.

ჯერჯერობით უცნობია რა რეაგირება ექნება შსს-ს მეუფე ნიკოლოზის თხოვნაზე. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი