ყველაზე მსხვილი აუქციონი აჭარის ისტორიაში | ბობოყვათში 28 ჰექტარ მიწას ყიდიან

გამოქვეყნდა:

კორუფციული ეკონომიკური პროექტი და საცხოვრებლიდან გაყრილი ასობით ოჯახი. აჭარის მთავრობა უნიკალურ რეკრეაციულ ზონას ყიდის - 28 ჰექტარტი მიწის ფართობი ბობოყვათში 48 მილიონ ლარად იყიდება. ტენდერის მოთხოვნით ინვესტორმა ამ პროექტში მინიმუმ 250 მილიონი ლარი უნდა დააბანდოს, მაგრამ ეს ერთი შეხედვით სასარგებლო ეკონომიკური გეგმა ბევრ პრობლემას ქმნის.

ოჯახები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ იძულებული იქნებიან დატოვონ სახლები. მეცნიერები ბობოყვეთის და პეტრას ციხის უნიკალურ არქეოლოგიოურ ღირებულებაზე ლაპარაკობენ, რომელსაც განადგურების საფრთხე ემუქრება.

და რაც მთავარია - "ქართული ოცნების" ხელისუფლების ოპონენტებს აქვთ ინფორმაცია, რომ საუკეთესო სანაპირო ზოლის დაუფლებას კვლავ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები ცდილობენ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი