ვმუშაობთ, ამ თვეში მაინც სიფრთხილე გვმართებს - გაბუნია კომენდანტის მოხსნაზე

გამოქვეყნდა:

"ჯერჯერობით უნდა დავაკვირდეთ ეპიდემიურ სიტუაციას, რა თქმა, უნდა ამ საკითხზე მუშაობა  მიმდინარეობს, შევხედავთ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ეპიდემიური სურათი როგორ განვითარდება. ამასთან ერთად, როგორც ხედავთ ვაქცინირებულების რაოდენობა იმატებს და ეს ბალანსი მოგვცემს იმ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რამდენად გვექნება ამის რესურსი ღამით შეზღუდვის მოხსნის. ამ თვეში მაინც სიფრთხილე გვმართებს, რადგან თქვენ ხედავთ, დღეს უკვე 1000-ზე მეტია. ეს კი შაბათ-კვირის ეფექტია, თუმცა უნდა ვნახოთ სტაბილური, ცოტა უფრო აქტიური კლება ეპიდემიის".

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი