თავდასხმა სახალხო დამცველზე. დამოუკიდებელმა მკვლევარებმა გაშიფრეს ორგანიზაციები, რომლებიც ნინოწმინდის თავშესაფრიდან ბავშვების გამოყვანის გამო ომბუდსმენს რადიკალური ფორმით უპირისპირდებიან.
ღიად გაცხადებული კრიტიკოსის, ლევან ვასაძის და მისი დაჯგუფების გარდა, ნინო ლომჯარიას თავს ძირითადად ის ორგანიზაციები ესხმიან, ვისი კავშირიც კრემლთან უკვე შესწავლილი და დადასტურებულია.
არასამთავრობოებთან ერთად სასულიერო პირების ნაწილიც ამბობს, რომ ომბუდსმენის კრიტიკით ეკლესიის დაცვის მცდელობა წმინდად რუსული სცენარია, რომელსაც საქართველოში ხშირად იყენებენ. ფაქტობრივად ამავე რიტორიკას იზიარებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაც, რომელიც ამ დრომდე დუმს და სახალხო დამცველის მხარდასაჭერად განცხადებას არ აკეთებს.
იხილეთ ასევე: