მაინტერესებს რა ხდება - ნინოწმინდის პანსიონში საპატრიარქოს კომისიის წევრი შევიდა

გამოქვეყნდა:

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამ დომდე 29 ბენეფიციარი რჩება. მათგან დღეს სკოლაში ხოლოდ 7 წავიდა. ცოტა ხნის წინ ბავშთა პანსიონში საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი კომისიის წევრი, მამა ირაკლი ნემსაძე შევიდა, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, პროფესიით ფსიქიატრია. მისივე თქმით, ის პანსიონში როგორც ბენეფიციარებთან, ისე მათ აღმზრდელებთან გასაუბრებას აპირებს.

მამა ირაკლიმ ასევე აღნიშნა, რომ ის პანსიონში საპატრიარქომ გამოგზავნა, თუმცა იქ მისვლის სურვილი, მას თავადაც ჰქონდა.

"ვნახოთ ახლა, შევალ და გავეცნობი სიტუაციას. მე სასულიერო პირი ვარ, ამავდროულად საერო განათლებით ფსიქიატრი ვარ. ყველას უნდა შევხვდე, ველაფერი მაინტერესებს, რა ხდება, როგორ ხდება. მეც ეკლესიის წევრი ვარ და მაინტერესებს ჩავერთო",- თქვა მან.

ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში მუშაობენ, როგორც სოციალური მუშაკები, ისე ორი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია UNISEF და World Vision Georgia. არსებული ინფორმაციით, პანსიონში შეკრება იგეგმება, რომელსაც როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სოცმუშაკები, ისე საპატრიარქოს წევრები დაესწრებიან.

ნინოწმინდის ბავშთა პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი 6 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა. ორგანიზაცია პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა. საპატრიარქო, სარჩელის გასაჩივრებას აპირებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი